წონაში კლების მსურველთათვის რჩევები ყველგანაა. იქნება ეს ბლოგები, სტატიები, კვლევები, Youtube-ის ვიდეოები თუ მილიონობით Instagram გვერდი, რომელიც მზადაა სასურველი სხეულის მიღებაში დაგეხმაროთ. არადა, ზოგიერთი ასეთი რჩევა შესაძლოა ძალიან საშიში იყოს და ჯანმრთელობა დაგიზიანოთ.
წონის კლების პროცესში შესაძლოა სხეულის არაჯანსაღი დაბერებაც კი გამოიწვიოთ. რისკების თავიდან ასაცილებლად პროფესიონალი დიეტოლოგების რჩევები უნდა გაითვალისწინოთ.
- კალორიების დათვლა
კალორიების დათვლა შესაძლოა ძალიან დაგეხმაროთ, თუმცა კარგად დაბალანსებული დიეტა უფრო მნიშვნელოვანია.
თუკი ორგანიზმს საჭირო რაოდენობით მინერალებსა და ვიტამინებს არ მიაწვდით, გამოუსწორებელ შედეგებს მიიღებთ.
- ცილების უგულებელყოფა
მანამ სანამ ფიქრობთ, რომ კალორიების თვლა ყველაფერზე მნიშვნელოვანია, შესაძლოა ცილების საკმარისი რაოდენობით მიღება გამოგრჩეთ, რაც დამარცხების მანიშნებელია. გარდა ამისა, ცილების დეფიციტი დაბერების პროცესზეც ძალიან ცუდად იმოქმედებს.
- საკვების ხემსით ჩანაცვლება
საკვების ჩანაცვლება შესაძლოა ძალიან საზიანო იყოს არამხოლოდ წონის კლების პროცესისთვის, არამედ ზოგადად ჯანმრთელობისთვის.
- ნახშირწყლების გამორიცხვა
სხვადასხვა პოპულარული დიეტების დამსახურებით, ნახშირწყლები თითქოს მტრად გამოაცხადეს. არადა ეს ასე არ არის.
ისეთი სასარგებლო ნახშირწყლების გამორიცხვა, როგორიცაა ახალი ხილი, ბოსტნეული თუ თხილეული – არამხოლოდ წონის კლებაზე აისახება ცუდად, არამედ ორგანიზმსაც გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს.
- ცხიმები
წონის დასაკლებად ცხიმებზე საერთოდ უარის თქმა არ არის საჭირო. იმისათვის რომ თქვენმა ორგანიზმმა იარსებოს, ჯანსაღი ცხიმები ესაჭიროება.
ამიტომ, ნუ იტყვით უარს – თხილზე, ავოკადოზე, ზეითუნის ზეთზე და თევზზე.