LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია World logistics ჩინეთიდან ტვირთებს 20 დღეში ჩამოგიტანთ

733
World logistics 

ჩინეთიდან ტვირთის ტრანსპორტირებაზე გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს სატრანზიტო ველი გაიზარდა. ბაზარზე ახალი კომპანიები – WORLDLOG და SILK POST გამოჩნდა, რომლებიც ჩინეთის სახმელეთო ხაზის სერვის ოპერატორები არიან. ცნობისათვის,  გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სატვირთო ავტომობილებით, რაც სატრანზიტო ვადის მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს.

კომპანია SILK POST 2020 წელს დაარსდა, World logistics კი – 2022 წელს. SILK POST და WORLDLOG საერთაშორისო სახმელეთო ამანათებისა და მოცულობითი ტვირთების გადაზიდვას აწარმოებენ.

SILK POST- ჩინეთიდან სახმელეთო ამანათების გადაზიდვებს ახორციელებს, WORLD LOG კი – მოცულობითი ტვირთებისას.

კომპანიები მომხმარებლების ინტერესებზე არიან მორგებულნი: ჩინეთში ნივთის შეძენის პროცესი მათთვის გამარტივებულია, ფასები ხელმისაწვდომია და ნებისმიერი სირთულის ამანათისა და ტვირთის ტრანსპორტირება ხდება სასურველ ლოკაციამდე. 

SILK POST-ის ფილიალები წარმოდგენილია: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში.

„სერვისი მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული რომ იყოს, საწყობები გვაქვს ჩინეთის ორ ქალაქში – გუანჯოუსა და ივუში. გადაზიდვებს ვახორციელებთ საკუთარი მანქანებით. ჩვენი პრიორიტეტი სატრანზიტო ვადებია. მომხმარებელი საქართველოში ამანათებსა დa ტვირთებს იღებს ჩინეთის საწყობში მიტანიდან 20 დღეში“, – აღნიშნავს  SILK POST-ის დირექტორი რეზო რუხაძე.

ცნობისთვის, კომპანიებმა ჩინეთიდან, 2024 წლის განმავლობაში, თვეში 1400 კუბამდე ტვირთები დაამუშავეს. ეს ნიშნავს, რომ თვეში ჩინეთიდან 14 მანქანა გამოდიოდა.

2024 წელს, კლიენტების მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიებმა თურქეთის მიმართულება დაამატეს. საწყობები მდებარეობს სტამბოლში, ევროპულ და აზიურ მხარეში, რაც მათ აძლევს საშუალებას ბაზარზე ჰქონდეთ კონკურენტუნარიანი ტარიფები. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან კვირაში 2 ნაკრები ტვირთებისა და ამანათების მანქანა გამოდის, სატრანზიტო ვადა კი 3-4 სამუშაო დღეს შეადგენს. 

„საქართველოს  ხელსაყრელი სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რაც მას, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, დიდ უპირატესობას ანიჭებს. 2024 წელს ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა ტრანზიტულ ქვეყნებზე. ესენია: აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი. ჩინეთიდან იმპორტირებული ტვირთები გავიტანეთ მეზობელ ქვეყნებში. განხორციელდა რამდენიმე მსხვილი პროექტი. დაინტერესება დიდია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სატრანსპორტო კომპანიებთან და უახლოეს პერიოდში კიდევ ბევრ საინტერესო პროექტში ჩავერთვებით  მეზობელი ქვეყნების  სატრანსპორტო კომპანიებთან ერთად“, – აცხადებს World logistics-ის დირექტორი ეკა დიღმელაშვილი.

ჩინეთიდან საქართველოში, სახმელეთო მიმართულებით, WORLDLOG და SILK POST დღეს ლიდერ გადამზიდავ კომპანიებს წარმოადგენენ.

ცნობისთვის, 2025 წელს კომპანიები, გზების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, სატრანზიტო დროის შემცირებას გეგმავენ. ასევე, ზრდადი მოცულობებიდან გამომდინარე, კვირაში რამდენიმე რეისი დაემატება. შესაბამისად, იმპორტიორები უფრო მალე შეძლებენ შეკვეთილი პროდუქციის მიღებას თბილისის საწყობებში.

ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება კომპანიების მთავარი მიმართულებაა.

WORLDLOG და SILK POST საერთაშორისო შერეული ტვირთების გადაზიდვებში სრული ლოგისტიკური მომსახურების ჯაჭვს წარმოადგენენ. კლიენტი ერთ სივრცეში იღებს საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია ოპერატიულობასა და სანდოობაზე. გათვალისწინებულია მომხმარებლის მიზნები, სურვილები და საჭიროებები, რაც შესაბამის მომსახურებაში გამოიხატება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g