LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წუხილს გამოვთქვამთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მის ჯანმრთელობას ჩვენც აქტიურად ვადევნებთ თვალს: კელი დეგნანი

82
1

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის შიმშილობას ეხმიანება და აცხადებს, რომ მის ჯანმრთელობას თვალს აქტიურად ადევნებენ.

კელი დეგნანის თქმით, სასიხარულოა, რომ არსებობს მრავალპროფილური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას:

“წუხილს გამოვთქვამთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. საკითხი როდესაც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა.

მოხარული ვართ, რომ არსებობს მრავალპროფილური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენც ასევე აქტიურად ვადევნებთ თვალს მის ჯანმრთელობას.” – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ის უარს ამბობს შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, მათ შორის ანალიზებზე, რეანიმობილის ბრიგადის მომსახურებასა და შემოწმებაზე.

სააკაშვილის წერილი: ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე – ანალიზებზე, რეანომობილის მომსახურებასა და შემოწმებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები