LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი არახამიაზე – სამშობლოსადმი, რომელმაც ის შვა, გამოირჩევა ზიზღით… ჩვენ რაში უნდა დაგვეხმაროს?! თავისი თავისთვის და იმ ქვეყნისთვის ვერ უშველია, რომელმაც ის იშვილა

640
წულუკიანიარახამია

მართლა ვერ აღვიქვამ ამ ადამიანს სერიოზულად, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეზე, დავით არახამიაზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული გვარის ადამიანი ასე იქცევა იმ ქვეყანაში, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს მსოფლიოში. ამავდროულად, სამშობლოსადმი, რომელმაც ის შვა, გამოირჩევა ზიზღით, ლანძღვით და ა.შ. ამაზე უფრო დიდი უბედურება რა უნდა დაემართოს ადამიანს? ამიტომ, თუ მოახერხა, თავის თავს უშველოს. იმედი მაქვს, კიდევ ძალიან ბევრი წელი აქვს წინ სიცოცხლეში. ამ დროში თუ მოახერხებს, რომ თავის თავს უშველოს, დიდად წარმატებულად ჩაითვლება. მაგრამ ჩვენ რაში უნდა დაგვეხმაროს?! თავისი თავისთვის და თავისი იმ ქვეყნისთვის ვერ უშველია, რომელმაც ის იშვილა“, – აღნიშნა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g