LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: ჩემთვის მთავარია, მერაბიშვილი ციხიდან ჯანმრთელი გავიდეს

392
rueu

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მისთვის მთავარია, მერაბიშვილი ციხიდან ჯანმრთელი გავიდეს. თეა წულუკიანმა ამით “ქრონიკის” ეთერში ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, ე.წ. უდოს კომისიის უარყოფით დასკვნაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„ჩემთვის მთავარია, როდესაც ბატონ ვანოს მომავალი წლის თებერვალში სასჯელი დაუმთავრდება, ჩვენი სისტემიდან მაქსიმალურად ჯანმრთელი უნდა გავიდეს და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რომ ეს ასე იყოს“- თქვა წულუკიანმა

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილს შეუძლია კიდევ სცადოს და მიმართოს კომისიას. მინისტრის განმარტებით, მერაბიშვილს სასჯელი ისედაც იწურება და ასეთ დროს, პატიმარს ყოველთვიურად ეძლევა ამის უფლება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ პატიმარს არ ეკუთვნოდა გათავისუფლება. პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ რეაბილიატაცია პატიმარს გავლილი აქვს თუ არა. ამგვარი განხილვა მოხდა და ამ საბჭომ დაასკვნა, რომ როდესაც პატიმარი არ აღიარებს, რომ მრავალი დაზარალებული ჰყავს, ასეთი მსჯავრდებულისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლება იყო ნაადრევი, თუმცა მას კიდევ აქვს მიმართვის უფლება“, – განმარტავს მინისტრი.

შეგახსენებთ, 24 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ, ე.წ. უდოს კომისიამ ვანო მერაბიშვილს გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g