LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: ცნობილ სუბიექტს, მეგის ქარდავას წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს

313
89

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, რომლის ექსტრადირებაც კიევიდან თბილისში რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მადლობას ვუხდი უკრაინელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზე ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის!

საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს!

ცნობილ სუბიექტს კი წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს. ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია!“, – წერს თეა წულუკიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები