LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წულუკიანმა გელათი ისევ ჩაკეტა, ექსპერიმენტები საზიანოა” – ქუთაისში საპროტესტო აქციებს აანონსებენ

79
გელათი

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩემი სახლია“ საპროტესტო აქციებს გეგმავს.

„წულუკიანმა გელათი ისევ ჩაკეტა“, – აქციები ასეთი შინაარსის იქნება.

ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით „არაპროფესიონალებმა ჩააგდეს გელათი იმ მდგომარეობაში, რომელიც ახლა სახეზეა“.

როგორც მან დღეს ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტრომ დაკეტა მონასტერი ისე, რომ არ გააფრთხილა საზოგადოება მიზეზების შესახებ.

„ექსპერიმენტები საზიანოა გელათისთვის“. – აცხადებს ბარათაშვილი.

თავის მხრივ, კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს გელათში იტალიელი ექსპერტის ჩამოვლის შესახებ. უწყების განმარტებით, ექსპერტის ჩამოსვლის მიზანია ფრესკების მდგომარეობის მონიტორინგის მოახდენა და 5 ქართველი რესტავრატორის ტრენინგი.

გელათის დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

„ფორტუნა“ ცდილობს, კულტურის სამინისტროსთან ინფორმაციის გადამოწმებას, იკეტება თუ არა გელათი.

ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები