არ მჯერა მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი სხვა ოპონენტების გულწრფელობის, თითქოს მათ სურთ ეროვნული თანხმობა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყოველთვის ხლეჩდნენ საზოგადოებას, ყოველთვის ყოფდნენ საზოგადოებას ჩარეცხილებად და თავისიანებად.
ჩვენ დღესაც სამწუხაროდ, ამის შედეგს ვიმკით. დღეს მათ ჩაიცვეს, მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს უნდათ ჰარმონია და თანხმობა, არადა, არიან პირველი და მე ვიტყოდი, ერთადერთი წყარო იმ საშინელი პოლარიზაციის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და აქეთ გვიკიჟინებენ, რომ ეს პოლარიზაცია ხელისუფლებამ უნდა შეამციროს.
ამიტომაც რა თქმა უნდა, ამისი არ მჯერა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
6 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რითაც მმართველ გუნდს მიმართავს:
„უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან, თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“.
გუშინ კი განაცხადა, რომ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას წყვეტს.
ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას: მიხეილ სააკაშვილი