2017 წლის 21 აგვისტოს, 23:00 საათიდან საგზაო სამუშაოების გამო,ა. წურწუმიას ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით ორმხრივად შეიზღუდება.
ქუჩა მიმდინარე წლის 15 სექტემბრის 08:00 საათამდე გადაიკეტება
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მეტროდან (ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ა. ზურაბიშვილის ქუჩების ) ჯორჯ ბუშის ქუჩამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
ამ პერიოდში დროებით იცვლება N127 მიკროავტობუსის მარშრუტი. N127 ქეთევან წამებულის ქუჩიდან ზურაბაშვილის ქუჩას გუთნისა და თელავის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.