ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო დუდუკი ქალები” მსახიობი და მომღერალი გიორგი ცაავა ესტუმრა. რადიოს ეთერში სიმღერის ,,წუთი მიდის” პრემიერა გაიმართა. გიორგიმ გია სურამელაშვილის სიმღერის ახალი ვერსია შემოგვთავაზა და სამსახიობო კარიერაზეც ისაუბრა.
გიორგი მოგვიყევი შენი მიღწევების შესახებ?
ეს ყველაფერი რასაც ვაკეთებ თბილისმა მასწავლა, ურთიერთობა, მეგობრობა, მიყვარს ჩემი საქმე ამით დიდ სიამოვნებას და პოზიტივს ვიღებ. ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა სცენა და სიმღერა, აქტიურად ვიღებდი ყველგან მონაწილეობას, დღითიდღე ძლიერდებოდა მუსიკისადმი სიყვარული. ვარ ძალიან ბედნიერი იმით, რომ ქუჩაში შემხვედრ ადამიანებს ვახარებ და ამისთვის მათ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მათი სიყვარული რადგან დავიმსახურე ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილად არ მიცხოვრია.
მოდი დავიწყოთ ტიფლისით, როგორ მოხდა როლზე შენი დამტკიცება, როგორ შეგარჩიეს?
ლევან დაბრუნდაშვილი ეს არის ადამიანი, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ. ვთვლი, რომ ჩვენს დროში ერთ-ერთი უძლიერესი რეჟისორია თავისი გულითა და ხედვით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან ეს ყველაფერი შექმნა მან, ტელეკომპანია GDC-ზე 80% პროექტი მისი შექმნილია. ვიყავით ძალიან კარგი გუნდი, რომლებიც დღესაც აგრელებენ მოღვაწეობას. მივიღე უდიდესი გამოცდილება ზოგადად ცხოვრებაშიც. ერთ-ერთ ამბავს გავიხსენებ, პირველი სეზონის მესამე სერია გადიოდა, თვენახევარი გვქონდა პაუზა და გავფრინდით ნიუ-იორკში, პირველი ამოსვლა იყო მეტროდან თაიმ სკვერზე, როდესაც მოვიდა ახალგაზრდა კაცი გაშალა ხელები და მეკითხება: ქიარიმა ხარ ძმაო?
ტიფლისთან მიმართებაში ვიცი, რომ ძალიან ბევრი წინაღობა გქონდათ თუნდაც ტექნიკური კუთხით, რამდენხანს უნდებოდით ამის დაწყებას და განხორციელებას?
მომზადება დაახლოებით 7 თვე გრძელდებოდა, თუმცა იყო ისეთი შეკრული და ანთებული გუნდი, რომ ყველაფერი გამოგვდიოდა.
ვიცით, რომ 18 წლის ლოდინის შემდეგ ხარ თეატრში, მოგვიყევი შენი ემოციები?
ვერც წარმოიდგენთ როგორი შეგრძნებებით ვარ აღსავსე, როდესაც 18 წელი პრაქტიკაც კი არ მქონია. გადაჩვეული ვიყავი ყველაფერს, მითუმეტეს მოგეხსენება თეატრის რეპეტიციები სულ სხვაა. ისე ვღელავდი, რომ პირველ რეპეტიციაზე არ წავედი.
მოგვიყევი იმ სიმღერაზე, რომელიც ჩაწერე და ნებართვა ითხოვე გია სურამელაშვილისგან ?
გია ძალიან დიდი არტისტი და ხელოვანია, დიდ პატივს ვცემ მის შემოქმედებას. ძალიან ძველი სიმღერაა, ბავშვობაში ყველა ამ სიმღერას უკრავდა გიტარაზე. გავიდა წლები გაგვახსენდა და ჩავწერეთ ჩემებური ვერსია, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გიას.
გიორგი ცაავა – ,,წუთი მიდის” (ჩემო იმედო)
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი ცაავა – ნამი ველს. Live
გიორგი ცაავა. “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი
გიორგი ცაავა. “ღვინო დუდუკი ქალები”. სრული ჩანაწერი.
ფოტოები