58 წლის ლეგენდარული კომიკოსი, „ოქროს გლობუსის“ ორგზის მფლობელი, ჯიმ ქერი უკვე ათეულობით წელია, რაც საზოგადოების გამხიარულებაზე ზრუნავს.
სულ ცოტა ხნის წინ, არტისტმა სოციალურ ქსელებს მიმართა და თავის მილიონობით გამომწერს ახალი წამოწყება შესთავაზა. მან განაცხადა, რომ თვითიზოლაციის პერიოდში წვერს აღარ გაიპარსავს.
„მე წვერს გავიზრდი მანამ, სანამ ჩვენ ყველა სამსახურებსა და ჩვეულ რეჟიმს არ დავუბრუნდებით, მე სოციალური ქსელის მეშვეობით ჩემი ტრანსფორმაციის აღმნიშვნელ ფოტომასალას გაგიზიარებთ. შემომიერთდით თქვენც, #letsgrowtogether“ – წერს ვარსკვლავი.
https://www.instagram.com/p/B-IUUMnnF0i/