5 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს,არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე
შავი ზღვის სანაპიროზე 4 ბალიანი შტორმია - ცურვა აკრძალულია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-9 აგვისტოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა 6-7 აგვისტოს საქართველოს დაბლობსა და ბარში +24, +29, ხოლო 8-9 აგვისტოს +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
5 აგვისტოს დღის ბოლომდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.