LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა და ქარბუქი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

381
amindi

დღეიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს დაბლობში, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ძლიერადაც. მაღალმთიან რაიონებში ველოდებით ქარბუქს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამი სიჩქარით, ზოგან შესაძლოა, 17-22 მ/წამსაც მიაღწიოს.

დასავლეთ საქართველოში დაბლობის ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება, მთაში 0.5 სითბო, მაღალ მთაში კი 0.5 გრადუსი ყინვა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ზოგან გაძლიერდება 17-22 მ/წამამდე. ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5-10 გრადუსს მიაღწევს, მთაში 0.5 გრადუსს, ხოლო მაღალ მთაში 0.5 გრადუსი ყინვა იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, არსებულმა სინოპტიკურმა სიტუაციამ შესაძლებელია ზღვაზე 2-3-ბალიანი შტორმი გამოიწვიოს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის განმავლობაში რვა გრადუსამდე აიწევს.

14 იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით შედარებით გაძლიერდება ყინვა და ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო დღისით ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g