9 ივნისიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან 11 ივნისის დღის ბოლომდე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება გამოიწვიოს.