LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალი ტემპერატურის ფონზე წვიმა, სეტყვა, ქარი – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

364
ამინდი (1)

„23 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება სანაპირო რაიონებს – ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია და ფოთი – აქ 20-21 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 22-ში კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

„დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება“-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

20-22 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 🌦 23 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია…

Posted by სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო on ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები