LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა, შტორმი, ქარბუქი – ხვალიდან საქართველოში ამინდი უარესდება

470
411776421_1371200576825490_4530460378855795516_n

23 დეკემბრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. როგორც „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, მომდევნო დღეების განმავლობაში ზოგ რეგიონში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე კი შტორმი.

„ხვალ დღის მეორე ნახევრიდან იწყება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო მასების შემოსვლა და გავრცელება, რომლის მოძრაობაც 26 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება, ამიტომ მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. ზოგან ძლიერი ქარბუქი გაძლიერდება, დასავლეთის მიმართულების ქარი. გამორიცხული არ არის, ზღვაზე შტორმი იყოს.

ყინვა 27 დეკემბერს გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 23-24 დეკემბერს ღამით +3,+5 გრადუსი სითბო იქნება, მთიან რაიონებში 0-დან -2 გრადუსამდე დაიკლებს ტემპერატურა, მაღალმთიან რაიონებში კი -6, -8 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში 24 დეკემბერს 0° გრადუსი იქნება. ყინვის გაძლიერება მოსალოდნელია 25 დეკემბრის ღამის საათებში. აღმოსავლეთ საქართველოში ბარში -7, -2 გრადუსი იქნება.

თბილისში, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება. 

დედაქალაქში 25 დეკემბრის ღამეს 0° გრადუსი იქნება, 26-27 დეკემბერს კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიკლებს“, – ამბობს დოდო გვაზავა „ფორტუნასთან“.

magti 5g