მოქალაქე თამთა ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და ყვავილების გამყიდველ ქალბატონზე გვიყვება.
„წვიმაში, სიცხესა და ქარში ყოველთვის აქ ზის ეს ქალბატონი, ძალიან ცდილობს რომ ეს ქოთნის ყვავილები გაყიდოს ხოლმე.
ვისაც გიყვართ მცენარეები იქნებ ამ ქალბატონთან შეიძინოთ.
წერეთლის მეტროს ამოსასვლელთან ზის დილიდან საღამომდე.
და არა მარტო ეს ბებო, ასეთი ბევრია ჩვენს ქვეყანაში, დღე და ღამე შრომობენ და წვალობენ, ამიტომ კარგი იქნება თუ მცენარეებს, ბოსტნეულს, ხილს თუ რაც იქნება ასეთ მშრომელ ადამიანებთან შევიძენთ ხოლმე“, – წერს თამთა ჭიღლაძე.