აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში წვიმა მოვიდა და ამ დროისთვის, ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია.
„გაწვიმდა და ხანძრები მთლიანად ჩაქრა. მინისტრმა განაცხადა, რომ სიტუაცია, ფაქტობრივად, მართვადი და კონტროლირებადი იყო. ასევე, დღეს ახალი კერები გაჩნდა ოჩამჩირის რაიონში, ისიც ჩამქრალია. დამწვარი ტერიტორიის ფართობი ბოლომდე ცნობილი არ არის”, – განუცხადა ადგილობრივ მედიას ე.წ. სამინისტროს პრეს-მდივანმა რომან ლაბიამ.
შეგახსენებთ, გაგრაში 7 იანვარს, ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. მანამდე ხანძარი იყო გალის რაიონში. სადაც მოსახლეობას გაუნადგურდა თხილნარები და დამხმარე ნაგებობები, დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.