LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმის სურნელი სტრესს ამცირებს

1424
the-smell-of-the-rain-reduces-stress-and-7-other-benefits-of-walking-in-the-rain-1-650x340

უამრავ ადამიანს სიამოვნებას შხაპუნა წვიმის ხმა, ბევრს რომანტიულად მიაჩნია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ის ნერვებს ამშვიდებს. წვიმაში სიარულს შეიძლება სამკურნალო დანიშნულებაც ჰქონდეს, რადგან ამშვიდებს გონებას და დეპრესიული აზრებისა და ემოციებისაგან გათავისუფლებთ.

იცოდით, რომ წვიმის სურნელს თავისი სახელი აქვს? მას პეტრიქორი ჰქვია. 1964 წელს ავსტრალიელმა მკვლევარებმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც წვიმის არომატს- პეტრიქორი უწოდეს და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს.

წვიმის არომატზე საუბრისას გასათვალისწინებელია უამრავი ფაქტორი, მათ შორის ადგილმდებარეობა, სეზონი და მათთან ერთად მოვლენაში ჩართული უამრავი ნივთიერება, თუმცა მათში შესაძლებელია გამოვყოთ 3 ძირითადი კომპონენტი: მიწის ბაქტერიები, მცენარეების მიერ გამოყოფილი ზეთები და ელექტრული განმუხტვა ჭექა-ქუხილის დროს. როცა ეს კომპონენტები ერთმანეთს ერწყმის, სწორედ ამ დროს წარმოიქმნება წვიმის სურნელი.

ასევე ავსტრალიაში მოღვაწე მეცნიერმა დიანა იანგმა შეისწავლა ადგილობრივები და დაასკვნა, რომ მათთვის წვიმა ასოცირდება მწვანე ფერთან, ნაყოფიერებასთან, ახალ საკვებთან. ევოლუციის მანძილზე ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი უნდა ყოფილიყო წვიმა. ადამიანებს გადარჩენისთვის სჭირდებოდათ საკვები: მცენარეები და ცხოველები. ყველაფერი შედარებით ნაყოფიერი იყო წვიმის პერიოდში, გვალვებისგან განსხვავებით. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, იმის გარდა რომ სასიამოვნო სუნი აქვს, რატომ იწვევს ჩვენში დადებით ემოციას პეტრიქორი.

წვიმიანი დღე იდეალურია, თუ სტრესს განიცდით, მოწყენილი ხართ, ან უბრალოდ გარკვეული დრო გჭირდებათ დასვენებისა და რელაქსაციისთვის.

ამასთან, სტრესის დონის შემცირებასთან ერთად, თურმე წვიმაში სიარულს სხვა დადებითი მხარეებიც ჰქონია. გთავაზობთ წვიმაში სეირნობის 7 სარგებელს:

  1. წვიმის სუნი ახალისებს გონებას
  2. მაღალი ტენიანობა კანს და თმას ჯანსაღად ატენიანებს
  3. იაპონელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ცივ, წვიმიან ამინდში განხორციელებული ფიზიკური აქტივობები უფრო მეტ კალორიასა და ცხიმს წვავს, ვიდრე კარგ ამინდში.
  4. წვიმის დროს, წვეთები შთანთქავს მტვერს და მიკრობებს, ამიტომ ჰაერი გაწმენდილი და სუფთაა
  5. წვიმაში სიარულის დროს, თვლით, რომ თითქოს ამას არ უნდა აკეთებდეთ, რასაც აკეთებთ, შედეგად თავისუფლებას გრძნობთ, რადგან თქვენ წესებს არღვევთ.
  6. წვიმა ხალხს ეხმარება პრობლემების სხვა პერსპექტივიდან დანახვაში.
  7. წვიმის დროს ქუჩაში ცოტა ადამიანი გამოდის, შედეგად თქვენ ხელსაც არავინ გიშლით თქვენი ემოციებისა და ფიქრების მობილიზებაში.

ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ წვიმის დროს გარეთ გასვლის, ეს ემოციები დადებით გავლენას მოახდენს თქვენზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g