წყალსადენის 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის დაზიანებას თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე, 112–ის შენობის მიმდებარედ, გზის სავალი ნაწილის ჩანგრევა არ გამოუწვევია.
როგორც “ფორტუნას” კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.
“112–ის შენობის მიმდებარედ გამავალ 900 მმ-იან ფოლადის მაგისტრალურ წყალდენზე აღდგენით სამუშაოებს კომპანიის ტექნიკური ბრიგადები 7 მეტრის სიღრმეზე ატარებენ, რის გამოც სამუშაოების წარმოება გართულდა,”- განმარტეს კომპანიაში.
აღდგენითი სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურის გადაწყვეტილებით, მაგისტრალურ მილდენზე, დამატებით, ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულიც მონტაჟდება.
სამუშაოების მიმდინარეობის გამო წყალმომარაგება ამ დრომდე შეზღუდული აქვს მცირე არეალს, რომელსაც წყლის მიწოდება, ღამის 12 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.