წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები უგზოობასა და უწყლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებას ისინი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება.
მოსახლეობის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზის შეკეთების გადადება პანდემიას დააბრალა. იმ შემთხვევაში, თუ ერთ კვირაში ბანოჯაში გზის დაგება არ დაიწყება, მოსახლეობა აცხადებს, რომ წყალტუბო – ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალს გადაკეტავს.
ადგილობრივების თქმით, სოფელში ავტობუსები არ დადის, სასწრაფოს ექიმებს კი ფეხით უწევთ სიარული.
საპროტესტო აქციას “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაიაც შეუერთდა.