LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში მამამთილმა რძალი დაჭრა

108
ჰგჰგჰგ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დაჭრა.

ქალს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g