წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავში 17 წლის ბიჭს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს ხიდზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა.
ის ხიდზე მშობლებთან ერთად გადადიოდა. მომხდარის შემდეგ ბიჭის გადასარჩენად მდინარეში მამაც გადახტა, თუმცა შვილის დახმარება ვერ შეძლო. კაცი ამ დროისთვის მდინარის სანაპიროზე მაშველებთან ერთად იმყოფება.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.