წყალტუბოში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მუშა მიწისა და ქვების მასაში მოყვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მიწის მასიდან უვნებლად ამოიყვანეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გადარჩენილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე შეამოწმა და მისი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.