LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წყლის ფორმის“ შემქმნელებს პლაგიატში ადანაშაულებენ

72

გილერმო დელ ტოროს ფილმი „წყლის ფორმა“ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და პოპულარული ნამუშევარია. მან უკვე მიიღო „ოქროს გლობუსი“ და ვენეციის კინოფესტივალის პრემია, „ოსკარზე“ კი 13 ნომინაციაზეა წარდგენილი.

თუმცა, პროექტის გარშემო ხმაურიანი სკანდალი მწიფდება: დელ ტოროს ახალ ქმნილებას პლაგიატში მწერალ პოლ ზინდელის შვილი, დევიდი ადანაშაულებს, რომლის მტკიცებითაც, „წყლის ფორმა“ მამამისის პიესის, „ნება მომეცი, შენი ჩურჩული გავიგო“ გადმოკოპირებულ ვერსიას წარმოადგენს.

ამერიკელი სცენარისტის ოჯახის განცხადებით, ისინი შოკში ჩავარდნენ, როდესაც წლევანდელი ფავორიტი ფილმი ნახეს: „ვერ ვიგებ, როგორ შეიძლებოდა, რომ საავტორო უფლებებზე არ მოგვმართეს“, – ამბობს დევიდი.

სინამდვილეში კი, პიესის სცენარი ფილმის იდენტურია: მთავარი პერსონაჟი საიდუმლო საბრძოლო ლაბორატორიაში მომუშავე დამლაგებელია, რომელსაც ცოცხალი არსება (ზინდელას შემთხვევაში დელფინი, ხოლო დელ ტოროს შემთხვევაში – ამფიბია) შეუყვარდება. მასზე ექსპერიმენტებს ატარებენ, დამლაგებელი კი მის გადარჩენას ცდილობს.

Fox Searchlight-ის წარმომადგენლები დელ ტოროს მხრიდან პლაგიატს გამორიცხავენ. „მას არასოდეს წაუკითხავს ზინდელას ნაწარმოები. რეჟისორს 25 წლიანი გამოცდილება და რამდენიმე ათეული გენიალური ფილმი აქვს. ის მზად არის, ზინდელას ოჯახთან ნებისმიერი სადავო საკითხი გაარკვიოს, – განაცხადეს მათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g