მცხეთის მოსახლეობას წყლის ტარიფი გაუძვირდა. უფრო კონკრეტულად კი, გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის ტარიფი დაახლოებით, 12 თეთრით, გაუმრიცხველიანებულ აბონენტებს დაახლოებით, 1 ლარით და 48 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო სექტორს კი დაახლოებით, 35 თეთრით გაუძვირდა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული გადაწყვეტილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 1მ3-ზე 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 3.888 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 – 3.548 ლარი.
წყლის ტარიფი უძვირდება კომპანია „რუსთავის წყლის“ მრიცხველის არმქონე მოსახლეობას და კომერციულ სექტორსაც. გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის წყლის ტარიფი უცვლელი რჩება. უფრო კონკრეტულად კი მრიცხველის არმქონე აბონენტებისთვის წყლის ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით იზრდება.
რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, ამ შემთხვევაში წყლის სამომხმარებლო ტარიფი 1მ3-ზე დაახლოებით, 43 თეთრით იზრდება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება უცვლელი 1მ3-ზე 0.405 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 2.281 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3-ზე 3.644 ლარი.
დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.