LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნარ ოკეანეში ახალი კუნძული გაჩნდა

42
220923135008-01-home-reef-eruption

წყალქვეშა ვულკანების ამოფრქვევის შემდეგ წყნარ ოკეანეში ახალი კუნძული გაჩნდა. CNN-ის ინფორმაციით, ტონგას ცენტრალურ კუნძულებს კიდევ ერთი – baby island დაემატა.

NASA-ს ობსერვატორიის ცნობით, ჩაძირულ ვულკანთაგან ერთმა 10 სექტემბერს გაიღვიძა, ვულკანისა და ფერფლის კორიანტელი დააყენა. ამოფრქვევის დაწყებიდან 11 საათის შემდეგ წყლის ზედაპირზე ახალი კუნძული წარმოიქმნა.

ვულკანის კუნძული ზომებში სწრაფად იზრდებოდა. 14 სექტემბერს მისი ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრი იყო, 20 სექტემბრისთვის კი მასშტაბები 24 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა.

ნასას თქმით, ახალ კუნძულთან შეჩვევა არ არის სასურველი, რადგან როგორც წესი, ვულკანის ამოფრქვევის დროს წარმოქმნილი კუნძულების სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები