LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთის რესტორანში იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები დაჭრეს

police-cross-line-e1529930313830

წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი, ზვიად მიხანაშვილი  დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განაცხადებით, მიხანაშვილთან ერთად  დაჭრეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი  ჭაბუა გუშარაშვილი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი ჭითანავა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მიხანაშვილი, სავარაუდოდ, ყოფილმა პატიმარმა დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია. გამოძიება კი  სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g