LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წყვილების დახმარების ცენტრში” დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა 500 ლარი გადარიცხა

661
iPiccy-collage

“წყვილების დახმარების ცენტრში” ორი გადარიცხვა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის სურათსაც აქვეყნებს.

პირველი თანხა, “წყვილების დახმარების ცენტრში” 43 ლარი თვითონ ემზარ კვიციანმა გადარიცხა. მეორე შენატანი 500 ლარის ოდენობით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა გააკეთა

ემზარ კვიციანის განცხადებით, პირველი მარტიდან ყოველთვიურად მისი ხელფასის 2 პროცენტი ავტომატურ რეჟიმში გადაირიცხება ცენტრის ანგარიშზე.

მისი თქმით, მის მიერ ინიცირებული ცენტრის მიზანს, ახალდაქორწინებული ოჯახებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2126344317675772&set=a.1517624905214386&type=3

magti 5g