რამდენიმე წყვილმა, რომელთაც ერთად 50 წელზე მეტი აქვთ გატარებული გადაწყვიტეს, თავისი ბედნიერი ურთიერთობის საიდუმლოზე ესაუბრათ. სასიყვარულო ისტორიები Daily Mirror-მა გამოაქვეყნა.
77 წლის ენ ჰუდი და 81 წლის ჩარლზი უკვე 57 წელია ქორწინებაში იმყოფებიან. მათ ერთმანეთი 1960 წელს ცეკვებზე გაიცნეს და ენი მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო. მამაკაცი იხსენებს, რომ ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით.
როგორც ქალმა აღნიშნა, ისინი ძალიან ამბიციური და ფეთქებადი ადამიანები არიან, ამიტომ გარკვეული დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ ერთმანეთი მიეღოთ. ხანგრძლივი და ნამდვილად ბედნიერი ურთიერთობისთვის კი ძლიერი სიყვარულია საჭირო. ასევე მოვალეობების განაწილება, ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა, ამ ყველაფრის მიღება.
90 წლის მერიმ და 91 წლის ჩარლზმა ერთად 66 წელი გაატარეს. მერის აზრით, კარგი პარტნიორის საპოვნელად უნდა დარწმუნდეთ, რომ ის ძალიან სანდოა, კეთილია. წყვილის ურთიერთობის საიდუმლო კი სტაბილურობაშია, მათ ყოველთვის შეუძლიათ, რომ ერთმანეთს დაეყრდნონ.