LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წყვილთა შორის ღალატი ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

694
ზაზა-ქოიავა

არის თუ არა ღალატი ფსიქოლოგიური ძალადობა – სტუმრად გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა.

რა არის ღალატი?

ღალატი თავის თავში მოიცავს ტყუილს, ორპირობას, ორმაგ სტანდარტებს, სტრესს, დაძაბულობას და მანიპულაციას. ღალატი ურთიერთობებში იდეალურ ურთიერთობებსაც კი ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ დაღს ასვამს.

ლოგიკურად ურთიერთობაში, რომელიც მიმართულია ურთიერთ შევსებისკენ, ღალატი არ უნდა მოხდეს. ტყუილი და ორმაგი სტანდარტები შეუთავსებელია ურთიერთ შევსებასთან. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ იყოს მეორე ადამიანთან, ენერგიები გააერთიანოს და ახალი საწყისი მიიღოს, მაშინ  შეუძლებელია მან დაუმალოს პარტნიორს თავისი ცხოვრების, ან სულის ან მეხსიერების რაღაც ნაწილი. რიგ შემთხვევაში ბევრი რამეზე გავლენას ახდენს სოციუმი და გადმონაშთი სტერეოტიპები.

მითები ღალატთან დაკავშირებით…

მითებს იმის თაობაზე, რომ კაცი ბუნებით უფრო მოღალატეა და თან ეპატიება ღალატი, არაფერი აქვს საერთო ფსიქოლოგიასთან, ეს ძველი  გადმონაშთია, სადაც მამაკაცის როლი თითქოს მეტად იყო წინ წამოწეული და რა თქმა უნდა აბსურდია. ადამიანის სულს არ გააჩნია სქესი და სამყაროს კანონები მოქმედებს ერთნაირად ყველაზე და ყველაფერზე, მოღალატე კაცების გამართლებას მეცნიერებასთან და ფსიქოლოგიასთან არაფერი აქვს საერთო.

ასევე არსებობს ცრუ თეორია იმის შესახებ, რომ კაცს დაბადებიდანვე აქვს მისწრაფება, რაც შეიძლება ბევრი ქალის მოიპოვოს, რათა რეალიზაცია გაუკეთოს „გვარის გაგრძელების“ ინსტინქტს.  მაგრამ ამ თეორიაში ერთი პატარა ალოგიკური მომენტია. ინსტინქტებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ საწყისი, ე.წ. ცხოველური ინსტინქტები ეწოდება.

ნებისმიერი ცხოველის „ევოლუციური დავალებაა“ გამრავლდეს, გაიმარჯვოს კონკურენტებზე ჯოგში, ჰყავდეს რაც შეიძლება მეტი შთამომავალი და ასე შემდეგ.  მაგრამ რაც შეეხება ადამიანს, მას სიყვარული შეუძლია, პატივისცემა, ერთგულება, ღირსება, სინდისი გააჩნია, რაც გაცილებით მეტია ვიდრე მონადირული ინსტინქტები.

რა არის ღალატის მიზეზი ფსიქოლოგიურ ჭრილში?

ღალატის ძირითადი „მიზეზებია“ სიცარიელის შეგრძნება, შინაგანი პროტესტის შეგრძნებები, უსიყვარულობა. ასევე საკუთარ თავში დაურწმუნებლობა (რის გამოც ადამიანი მიდის სხვასთან და უმტკიცებს საკუთარ თავს, რომ მარტო არ დარჩება არასდროს) და კიდევ უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება…თუმცა, ხშირ შემთხვევაში ღალატი არის შედეგი იმის, რომ ადამიანი სწორად არ ვითარდება ან გამოტოვა განვითარების რაღაც ეტაპი. წყვილთა შორის ღალატი ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. თუ მკითხავთ, არის თუ არა ღალატი ფარული მიმოწერა? ამაზეც შემიძლია გაგცეთ პასუხი, ფარული მიმოწერაც ღალატია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g