35 წლის კეროლაინ ფლეკმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესხებ, რომ ის პრინც ჰარის ხვდებოდა. როგორც X Factor-ის წამყვანი აცხადებს, მათ 2009 წელს, საერთო მეგობრის დახმარებით გაიცნეს ერთმანეთი და მას შემდეგ ხვდებოდნენ. ეს იყო იქამდე, სანამ ფლეკი One Direction-ის სოლისტთან, 17 წლის ჰარი სტაილსთან დაიწყებდა ურთიერთობას. როგორც ცნობილი ტელეწამყვანი ამბობს, სამეფო ოჯახის წევრს ის იმიტომ დაშორდა, რომ მათმა რომანმა პრესაში გაჟონა.
ამ რომანის შესახებ ვრცლად საზოგადოება ავტობიოგრაფიული წიგნიდან გაიგებს, რომელიც თვის ბოლოს უნდა გამოვიდეს.
