LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

X-ის ფუნქციებით სარგებლობა ფასიანი ხდება

164
x

ილონ მასკის X-მა (ყოფილი ტვიტერი) ახალ ზელანდიასა და ფილიპინებში ფასიანი სერვისის გამოცდა დაიწყო. ახალ მომხმარებლებს სოციალური ქსელის მთავარი ფუნქციებით სარგებლობისთვის წელიწადში 1 დოლარის გადახდა მოუწევთ. ეს საფასური ითვალისწინებს პოსტების დაწერას, მათ მოწონებას, კომენტარის დატოვებასა და გაზიარებას.

მათ, ვინც ფასიანი სერვისის გამოყენებისგან თავს შეიკავებენ, მხოლოდ „ტვიტების“ კითხვის, ვიდეოების ყურებისა და მოქმედი ანგარიშების გამოწერის („დაფოლოვების”) საშუალება ექნებათ.

კომპანიის განმარტებით, ფასიანი სერვისის ამოქმედების მიზანი პლატფორმის საშუალებით სპამისა და მანიპულაციის გავრცელების, ასევე ბოტების აქტივობის შეზღუდვაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი მომხმარებელი პლატფორმაზე მობილურის ნომრით ვერიფიკაციის გარეშე ვეღარ დარეგისტრირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები