LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xerox-მა დოკუმენტების თარგმნა “ისწავლა”

75

კომპანია Xerox-მა ახალი სერვისი – Easy Translator Service შექმნა, რომელსაც სკანირებული დოკუმენტების თარგმნა შეეძლება. ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომია 37 ენა. ონლაინ-სერვისი ამოიცნობს და თარგმნის ტექსტს ერთი წუთის განმავლობაში.

თუ მომხმარებელს აქვს მრავალფუნქციური პრინტერი, ConnectKey-ს პლატფორმის მხარდაჭერით, ვებ-პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ , მოწყობილობა სკანირებულ დოკუმენტს ავტომატურად გადათარგმნის ან ნათარგმნ ტექსტებს შეინახავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები