Xiaomi-იმ ახალი მობილური ბრაუზერი Mint გამოუშვა. საინტერესოა, რომ პროდუქტის უპირატესობას მისი მცირე ზომა და მუშაობის სისწრაფე წარმოადგენს. ამასთან, სიახლე მარტივი ინტერფეისითაც გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ Xiaomi Mint Browser, რომელიც Android მოწყობილობებზეა ორიენტირებული, ღამის რეჟიმსაც ფლობს, რომელიც აკუმულატორის დაზოგვის ერთგავრ შესაძლებლობას ქმის.
ბრაუზერის გადმოტვირთვა მომხმარებლებს Google Play-დან შეუძლიათ.