2020 წლის მიწურულს, Xiaomi-იმ მომხმარებლების გახარება გადაწყვიტა და ახალი სმარტფონი, Mi 11 წარადგინა. ის გაყიდვაში 2021 წელს ჩაეშვება. ახალი ფლაგმანი გაუმჯობესებულ ფუნქციებს მოიცავს, მას გამორჩეული დიზაინი აქვს და Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს.
რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს:
მოდელს 3200×1440 გაფართოება და ეკრანის 120Hz განახლების სიხშირე ექნება, ეკრანქვეშ კი თითის ანაბეჭდის სენსორი იქნება მოთავსებული. ეკრანის ზომა 6.81 ინჩს შეადგენს.
სამარტფონ Mi 11-ის უკანა მხარეზე ოთხკუთხა მოდულის კამერებია მოთავსებული. ახალ მოდელს 108 მეგაპიქსელიან მთავარი კამერა აქვს. Xiaomi-ის ახალი პროდუქტის ფასი ჯერჯერობით უცნობია.