ლი ვანკიანგი – Xiaomi-ს ვიცე-პრეზიდენტი Geek Park Innovation-ის კონფერენციაზე ახალი ფლაგმანის შესახებ ალაპარაკდა.
მისი განცხადებით, ჩინური ბრენდის მორიგი ფლაგმანი 2 ვერსიად იქნება წარმოდგენილი, რომელიც 4 და 6 GB-იანი ოპერატიულის იქნება. შიდა მეხსიერება 128 და 256 GB ტევადობით, ბატარეა კი 3000 მილიამპერ/საათით განისაზღვრა. დივაისი აღჭურვილია ულტრახმოვანი დაქტილოსკოპური შუშით. გაჯეტი Android Nougat-ზე იმუშავებს. სმარტფონი Snapdragon 835 პროცესორით იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხება მის ვარიაციებს – ერთ-ერთი ვერსია გლუვ წიბოებიანი დისფლეით იქნება წარმოდგენილი (Samsung Galaxy Edge-ის სტილში), ხოლო მეორე ვერსია საერთაშორისო ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი და განმასხვავებელი ნიშანი შესაძლოა, დისფლეი და შიდა მეხსიერება იყოს.