LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-ის პირველი ავტომობილი ბაზარზე გამოსასვლელად მზადაა

158
xiaomi

Xiaomi-იმ თავისი პირველი ავტომობილის გაყიდვის ვადები დაასახელა. ელექტრონული სედანი, სახელად SU7, რომელიც ჩინელმა მწარმოებელმა მართლაც ნულიდან ააწყო, დღის შუქს 2024 წლის 28 მარტიდან იხილავს. ავტომობილის წინასწარ შეკვეთას ჩინეთის 29 ქალაქის, 59 მაღაზიაში შეძლებენ. ამასთან, ავტომობილის ღირებულებას ბრენდი ჯერ ასაჯაროებს.

Xiaomi Su7 პლატფორმა Modena-ზე აიგო და მის დიზაინზე BMW Group-ის ყოფილი დიზაინერები მუშაობდნენ.

ძრავა კომპანიამ დამოუკიდებლად ააწყო და ის ბევრად უფრო მძლავრი გამოვიდა ვიდრე V8. SU7-ის საწყისი ვერსია 299 ცხენის ძალას ავითარებს, ავტომობილს 0-დან პირველი 100 კმ-ს განვითარება 5,28 წამში შეუძლია. 73,6 კილოვატ საათიანი სიმძლავრის ელემენტი კი მანქანას 668 კილომეტრიანი სვლის მარაგით უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები