როგორც ცნობილია, ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ სმარტფონების წარმოების ახალი ქარხანა გახსნა. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ იქ მხოლოდ რობოტები მუშაობენ.
ქარხანა 24 საათის განმავლობაში ადამიანების გარეშე მუშაობს. პროდუქციის ხარისხს Xiaomi-ის მიერ შექმნილი მანქანები აკონტროლებენ.
ახალი საწარმოს განვითარებაში Xiaomi-მ 330 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო.
ცნობისთვის, Xiaomi მალე მომავალ დასაკეც მობილურ ტელეფონებს, Xiaomi MIX Fold 4-სა და Xiaomi MIX Flip-ს გამოუშვებს.