LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-მ ჭკვიანი საკეტი შექმნა

295

Xiaomi-მ თავისი ეკოსისტემა  ახალი პროდუქტით გაამრავალფეროვნა და სმარტ-საკეტი Vima Smart Lock Cylinder შექმნა.

დევაისს განბლოკვის ორმაგი პრინციპი აქვს: მექანიკური საკეტი და 128 ბიტიანი დამცავი ჩიპი. სიახლეს კომპლექტში ხუთი გასაღები მოჰყვება, რომლებიც სპეციალური აპლიკაციით Mi Home იმართება. სპეციალური აქტივაციის გარეშე ისინი არ იმუშავებს.

 

სმარტ-საკეტის მეპატრონე რეგულარულად მიიღებს შეტყობინებებს Vima Smart Lock Cylinder-ის გახსნისა და დაკეტვის შესახებ. არასანქცირებული გაღების შემთხვევაში კი სიგნალიზაცია ამოქმედდება.

მოწყობილობა გაყიდვაში 24 იანვრიდან გამოვა და 60 დოლარი ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები