ჩინური კომპანია Xiaomi გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად მან ჭკვიანი სანათი და კამერა წარმოადგინა.
Xiaomi MIJIA Smart PTZ – ეს არის 360 გრადუსიანი კამერა, რომელსაც პანორამული ფოტო და ვიდეო გადაღება და დისტანციურად მართვაც შეუძლია. კამერა მარტივად ადაპტირდება სხვადასხვა გარემოში. მისი ფასი 28 დოლარს შეადგენს.
Xiaomi Philips – ქმნილება კომპანია Philips-თან კოლაბორაციას წარმოადგენს და მისი დარეგულირება ოთახის განათების სიმკვეთრის შესაბამისად არის შესაძლებელი, დღის მონაკვეთის, წლის სეზონისა და სხვადასხვა პირობების გათვალისწინებით. მისი ფასი 50 დოლარია. ცალკე შესაძლებელია მისი დისტანციურად მართვის პულტის შეძენა და ის 11 დოლარი ღირს.

