LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-მ iPhone 8-ს და Galaxy S8-ს დასცინა

67

Xiaomi-ს ახალი სმარტფონის, Mi Mix 2-ის პრეზენტაციაზე, კომპანიამ გაჯეტის მთავარი კონკურენტები – Samsung Galaxy S8 და iPhone 8 სქემატურად გამოსახა და არაპრეზენტაბელური იერი მისცა.

კომპანიამ სამი გაჯეტი სახის ვიზუალით წარმოადგინა, რომლის წვერი და თმა ჩარჩოს სიმბოლოს წარმოადგენდა. ამ გზით, კომპანიამ აჩვენა, რომ Mi Mix 2-ს დანარჩენ ორთან შედარებით დიდი ეკრანი აქვს.

მომხმარებლებმა ჩათვალეს, რომ Xiaomi-მ ყველაზე მეტად iPhone 8-ს დასცინა, რადგან სქემის მიხედვით, ის თავის კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ცუდად გამოიყურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები