LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-მ საკეცი სარბენი ბილიკი შექმნა

791

სარბენი ბილიკების დიდ ნაწილს მოუხერხებელი გაბარიტები აქვს. აღნიშნული სიტუაციის გამოსწორება კი Xiaomi-მ გადაწყვიტა და საკუთარი ბრენდის ქვეშ კომპაქტური ბილიკი გამოუშვა.

ტრენაჟორს WalkingPad Mini Walk Smart Treadmill ჰქვია და ის საკეც სარბენ ბილიკს წარმოადგენს.

კორპუსზე მას მინიატურული დისპლეი აქვს, რომელზეც განვლილ დროსა და მანძილზე ინფორმაცია გამოისახება. მისი მართვა კი სპეციალური აპლიკაციით არის შესაძლებელი. სისწრაფის დიაპაზონი 0,5-დან 6 კილომეტრს საათ სიჩქარემდე მერყეობს.

სულ, დევაისი 28 კილოგრამს იწონის, ხოლო მისი მაქსიამლური დატვირთვა 90 კილოგრამს შეადგენს.

WalkingPad Mini Walk Smart 270 დოლარი ეღირება და მისი გაყიდვები 31 მაისიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები