LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi–მ თავისი პირველი ავტომობილი წარადგინა. ეს ბორბლებიანი სახლია

34
xiaomohouse

ელექტრონიკის მწარმოებელმა კომპანია Xiaomi–მ თავისი პირველი ავტომობილი წარადგინა – სიახლე ბორბლებიანი სახლია. ავტომობილის პრეზენტაცია საკმაოდ ლაკონიური იყო და კომპანიამ მის აღწერილობას მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმო.

Xiaomi-ს გენერალურმა დირექტორმა ლეი ცზიუნმა კემპერის შესახებ ბევრი დეტალის გამხელა არ ისურვა. მან მხოლოდ ის დააზუსტა, რომ ავტომობილი ერთადერთ ეგზემპლარად აიწყო და ის ბრენდის დიდ გულშემატკივარს გადაეცემა. დამკვეთმა ისურვა, რომ მიეღო „ჭკვიანი“ ავტომობილი, რომლითაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას შეძლებდა.

მოდელზე მუშაობას ინჟინრებმა სამი თვე მოანდომეს. თუ რომელიც ავტომობილი იყო ბაზად გამოყენებული, ცზიუნმა არ დააზუსტა, თუმცა თუკი დიზაინით ვიმსჯელებთ Xiaomi–მ არჩევანი Maxus V90–ზე გააკეთა. ორიგინალი V90 ორი ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავითაა აღჭურვილი და 148 ან 161 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.

დაიწყებს თუ არა ბრენდი „ჭკვიანი სახლის“ სერიულ წარმოებას რთული სათქმელია, რადგან ჯერ–ჯერობით მის გეგმაში ყველაზე ხელმისაწვდომი ელ–ქარის შექმნაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები