კომპანია Xiaomi-მ საბავშვო „ჭკვიანი საათი“ Mi Bunny Children Phone Watch 2C შექმნა, რომელსაც დროის ჩვენების გარდა. ტელეფონის ფუნქციებიც აქვს შეთავსებული.
კერძოდ კი, მოწყობილობის განსაკუთრებულობა nano SIM სლოტია, რომლითაც ზარების განხორციელებაა შესაძლებელი. ასევე გააქტიურებულია ნომრის დაბლოკვის ფუნქციაც.
საათს აქვს GPS-ტრეკერიც, შესაბამისად, მშობელს ნებისმიერ დროს შეეძლება გაიგოს, სად არის ბავშვი. სმარტ საათს აქვს Wi-Fi მხარდაჭერაც.
Mi Bunny Children Phone Watch 2C უკვე იყიდება ჩინეთის ტერიტორიაზე და ის 31 დოლარი ღირს.