კომპანია Xiaomi-მ ოფიციალურად წარადგინა ყველაზე პატარა ტელევიზორი Mi TV, რომელსაც 32 დიუიმიანი ეკრანი აქვს.
Xiaomi Mi TV 4A-ს პლასტმასის კორპუსი ექნება, რის გამოც ის საკმაოდ მსუბუქია და მხოლოდ 3,9 კილოგრამს იწონის. რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, ტელევიზორი აღჭურვილია 1,5 გიგაჰერციანი ოთხბირთვიანი პროცესორით, 1 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 4 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერებით იქნება აღჭურვილი.
რაც შეეხება ფასს, ის ამ დროისთვის უცნობია.
