Xiaomi-ს ელექტროქარები პირველად მოხვდნენ გლობალურ უკან გამოწვევის კამპანიაში. ჩინურმა ბრენდმა პარკირების „ჭკვიანი“ სისტემის დეფექტი აღიარა: პროგრამული გაუმართაობის გამო ავტომობილმა გაბარიტები შესაძლოა არასწორად გამოთვალოს. პირველი ინციდენტი ნოემბერში მოხდა: როცა Xiaomi Su7 ნაკაწრებით გადარჩა და მეპატრონემ ავტოპილოტს უჩივლა. კომპანიაში დაადგინეს, რომ საქმე სინქრონიზაციის დარღვევაშია, რის გამოც ელექტროქარი სივრცეში ორიენტაციას კარგავს.
Xiaomi-მ დაადგინა, რომ 30 931 ელექტრომობილის უკან გამოწვევაა საჭირო. მეპატრონეებს მოუწევთ, გადმოწერონ განახლება რომელიც პროგრამულ ხარვეზს გამოასწორებს. ამ ყველაფრის გაკეთება სადილერო ცენტრის მონახულების გარეშე იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ უკან გამოწვევის კამპანია მოიცავს ავტომობილებს რომელიც 2024 წლის 6 თებერვლიდან 26 ნოემბრამდე პერიოდშია გამოშვებული.