Xiaomi საკამოდ პოპულარული და სწრაფად განვითარებადი ბრენდია. ტექნიკის ბევრ სფეროში ის უკვე თავისუფლად იკავებს წამყვან პოზიციებს.
ამჯერად ცნობილი ხდება, რომ კომპანია ყველაზე ძვირადღირებული პროდუქციის წარსდგენად ემზადება. საუბარია საშინაო პროექტორზე, რომელიც 120 დიუიმი დიაგონალის გამოსახულების ჩვენებას უზრუნველყოფს. სიახლის ფასი 1880 დოლარი იქნება.
აქამდე კომპანიის ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტი 65 დიუიმიანი ტელევიზორი Xiaomi Mi TV იყო, რომელიც 1450 დოლარი ღირს.
