LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაჩაღობა, მკვლელობა, გაუპატიურება – დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა

501
დაკავება

2019 წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა 27.29%-ითაა გაზრდილი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

იანვარ-მარტის მონაცემებით ამ პერიოდში სულ 17 ათას 821 დანაშაული დარეგისტრირდა, რომელთაგან 4 ათას 698 გახსნილია.

აღსანიშნავია, რომ გაზრდილია სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა (38%-ით), მათ შორის განხრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (140%-ით) და თვითმკვლელობამდე მიყვანა (41%-ით).

37%-იანი ზრდა ფიქსირდება სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულზეც. მათ შორის სტატისტიკაში გაუპატიურების 42%-იანი მატებაა.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში გაზრდილია ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობის შემთხვევებიც. ასევე ნარკოტიკული დანაშაულიც (36%-ით).

აღსანიშნავია, რომ 72%-თაა შემცირებული დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ და დანაშაული ფულად საკრედიტო სისტემასა და საფინანსო საქმიანობის სფეროში. 56%-ით შემცირებულია ხულიგნობის შემთხვევებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები