თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სპერმარკეტი “იოლი” დააყაჩაღეს, ფაქტი შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე.
შსს-ის ცნობით, ბრალდებული თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სუპერმარკეტ ,,იოლი”-ში შეიჭრა და ოპერატორს დანის მუქარით თანხა მოსთხოვა.
“სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ბრალდებულის დაკავება შემთხვევის ადგილზე მოხდა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- აღნიშნავენ შსს-ში.
აღნიშნული დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.